ეკა შარაძე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, ამოქმედდა საპილოტე პროგრამა - არსებულ მომსახურებებს 4 ლაბორატორიული და 2 ინსტრუმენტული გამოკვლევა დაემატა
28 იანვარი, 2026
საპილოტე პროგრამა
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, ამოქმედდა საპილოტე პროგრამა - არსებულ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებებს 4 ლაბორატორიული და 2 ინსტრუმენტული გამოკვლევა დაემატა. ესენია: მიკრო ალბუმინურიის (UACR) განსაზღვრა შარდში, კალიუმისა და ნატრიუმის განსაზღვრა სისხლში, შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში, გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, ექოკარდიოგრაფია (ტრანსთორაკალური, მხოლოდ გულის უკმარისობის C სტადიის დროს) და სპირომეტრია“, - განაცხადა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ეკა შარაძემ.
საპილოტე პროგრამა, თბილისში, ლანჩხუთში, ხარაგაულში, საჩხერეში, დუშეთსა და ახალციხეში, 6 სხვადასხვა ამბულატორიულ დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე, გაზრდილი სერვისებით, სწორედ ბენეფიციარები ისარგებლებენ.
„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტიანობა, დიდწილად, განსაზღვრავს დაავადებების დროულ გამოვლენას და მათ ადეკვატურ მართვას - ზოგადად, მომსახურებების ეფექტიანობას. უფრო სრულყოფილი და უნიფიცირებული სერვისის უზრუნველყოფისთვის, მსოფლიო წამყვანი საუკეთესო გამოცდილების ანალიზით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, დამატებით, გარკვეული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საჭიროება გამოიკვეთა.
სიახლე შესაძლებლობას მოგვცემს, ქრონიკულ დაავადებათა გამოვლენა და მართვა უფრო ეფექტური გახდეს. ამასთან, პაციენტს აღარ მოუწევს დამატებით ფინანსური ხარჯის გაწევა იმისთვის, რომ მოხდეს ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვა“, - განაცხადა ეკა შარაძემ.
ბოლო სიახლეები
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო