საქართველოს პედიატრთა აკადემიის პირველი საერთაშორისო კონგრესი
30 მაისი, 2015
საქართველოს პედიატრთა აკადემიის პირველი საერთაშორისო კონგრესი ტარდება თბილისში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“. კონგრესის ორგანიზატორები არიან ქ. თბილისის მერია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისის სახელმწიფოს სამედიცინო უნივერ-სიტეტი, დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, USAID SUSTAIN, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი. კონგრესი გაიმართება 30 მაისს - 1 ივნისს. 30 მაისს, შაბათს, საგამოფენო ცენტრის მე-6 პავილიონში ჩატარდება დელეგატთა რეგისტრაცია, ხოლო კონგრესის ძირითადი საკონფერენციო დარბაზი განთავსდება საგამოფენო ცენტრის მე-3 პავილიონში. კონგრესის სამუშაო დღეებია კვირა, 31 მაისი - ორშაბათი, 1 ივნისი.
კონგრესის ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს 9 ქვეყნიდან ჩამოსული სპიკერები 8 სიმპოზიუმზე წარმოადგენენ 31 მოხსენებას, რომლებიც შეეხება პედიატრიის ყველა სფეროს: ნევროლოგია და ნეფროლოგია, ჰემატოლოგია და რევმატოლოგია, კარდიოლოგია და ონკოლოგია, რესპირაციული მედიცინა და იშვიათი დაავადებები, გენეტიკა და გადაუდებელი მედიცინა, ბავშვის განვითარება და ნეონატოლოგია, კარდიოლოგია და ალერგოლოგია.
კონგრესი უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმნით ინგლისურიდან ქართულ ენაზე. კონგრესის საგამოფენო სივრცე დაეთმობა ჩვენი პარტნიორების გამოფენას, სადაც 16 კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა პედიატრიული პათოლოგიის სამკურნალო მედიკამენტები.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის და კონგრესის სამეცნიერო პროგრამის შესახებ განთავსებულია საიტზე: www.geopedacademy.ge.
ტელეფონი: 593 65 95 94; 514 17 33 77

თბილისი, ექსპო-ჯორჯია
რეკლამა
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო