ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
სასუნთქი სისტემის სიღრმისეული შეფასება

სასუნთქი სისტემის სიღრმისეული შეფასება

24 მარტი, 2026

მაღალი სიზუსტის რესპირატორული დიაგნოსტიკა

COSMED Q-BOX წარმოადგენს უახლესი თაობის სხეულის პლეტისმოგრაფიის სისტემას, რომელიც შექმნილია ფილტვის მოცულობების, სასუნთქი გზების წინააღმდეგობისა და რესპირატორული მექანიკის ზუსტი და მრავალმხრივი შეფასებისთვის.

 

სისტემა აერთიანებს სპირომეტრიას, პლეტისმოგრაფიას და რესპირატორული წნევის ანალიზს ერთ ინტეგრირებულ მოდულში, რაც საშუალებას აძლევს ექიმს სრულად შეაფასოს პაციენტის სასუნთქი ფუნქცია!

 

Q-BOX - განსაზღვრავს ფილტვის ძირითად პარამეტრებს, მათ შორის:
სტატიკური ფილტვის მოცულობები: TGV, TLC, FRC
სასუნთქი გზების წინააღმდეგობა და გამტარობა: RAW, SRAW, GAW, sGAW
სპირომეტრია: FVC, SVC, MVV,
ბრონქოდილატატორული და ბრონქოკონსტრიქტორული ტესტები
რესპირატორული მექანიკა: MIP/MEP (ინსპირატორული/ექსპირატორული წნევა), PO.1 (სასუნთქი დრაივი)

 

უპირატესობები:
ფილტვის მოცულობებისა და სასუნთქი გზების წინააღმდეგობის ზუსტი გაზომვა
ინტეგრირებული სპირომეტრიული და
პლეტისმოგრაფიული ტესტირება ერთ სისტემაში
დამატებითი DLCO მოდული დიფუზიური უნარის განსასაზღვრად
პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტი და ხმაურისგან იზოლირებული გარემო

 

COSMED Q-BOX – ინოვაციური სხეულის პლეტისმოგრაფიის სისტემა, რომელიც აერთიანებს სიზუსტეს, უსაფრთხოებას და პაციენტზე ორიენტირებულ ტექნოლოგიას ფილტვის ფუნქციის სრულფასოვანი შეფასებისთვის!
კვლევა ტარდება თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალში.
წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 2 57 57 57

რეკლამა