თამარ გაბუნია ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
25 ოქტომბერი, 2022
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩეხეთის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო პირველადი, ფსიქიკური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
თამარ გაბუნიამ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლისას გაწეული დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათთვის სამართლიანი და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფაზე.
„ჯანდაცვის სექტორში აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე, რაც ითვალისწინებს, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, ტელემედიცინის სისტემის განვითარებას, ასევე - ოჯახის ექიმებისთვის გზამკვლევების შემუშავებასა და დანერგვას, რაც შექმნის გარანტიას ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის.“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კრაუსი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები, ასევე -სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძე.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო