თურქეთიდან ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანა აქტიურად გრძელდება
08 სექტემბერი, 2022
თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანა აქტიურად გრძელდება. აგვისტოში, იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.
თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც ქვეყანაში წამლის ფასს მნიშვნელოვნად გააიაფებს. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დანერგილია.
რეფორმის განხორციელებისთვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო