„ქართული ოცნება“ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებისთვის სერვისების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს
21 თებერვალი, 2018
უტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის მაქსიმალურად ეფექტური სერვისების მიწოდება აუცილებელი პირობაა საზოგადოებაში მათი ინტეგრაციასთვის და თანაბარი მონაწილეობისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მსი თქმით, დღეს ფრაქცია "ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი იყო დეტალურად გამოერკვიათ აუტიზმის მქონე ბავშვების საჭიროებები.
„საბაზისო მომსახურებების დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით, სერვისების მრავალფეროვნება და ხარისხის გაუმჯობესება - ეს ის საკითხებია რაც დაისვა დღევანდელ შეხვედრაზე. მსგავსი მომსახურებები მხოლოდ რამდენიმე ქალაქს მოიცავს. მისასალმებელია, რომ, მაგალითად, თბილისის მასშტაბით ამ საქმისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 7-ჯერ გაიზარდა, თუმცა რადგან ეს საკითხი მუნიციპალურ ბიუჯეტზეა მიბმული, ბავშვები, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, ვერ იღებენ თანაბარ მომსახურებას. აქ გასათვალისწინებელია არაქართულენოვანი ბავშვებისთვის სათანადო მომსახურების და თანამედროვე გამოცდილებაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა. ნამდვილად აღსანიშნავი მიღწევა იქნება, თუკი მომსახურება საქართველოს სრულად მოიცავს. ამისთვის კი მნიშვნელოვანია არამარტო ფინანსები, არამედ კვალიფიციური მუშაკები და ზოგადი ცნობიერების ამაღლება“, - განაცხადა წილოსანმა.
„ქართული ოცნება“ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებისთვის სერვისების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს
წყარო: www.ipn.ge
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო