ვაქცინაცია ორსულობის დროს
23 მაისი, 2020
ვაქცინაცია ორსულობის დროს
არის თუ არა ორსულობის პერიოდში ვაქცინაცია უსაფრთხო?
სასურველია ორსულობის დაგმემვამდე ქალს ყველა საჭირო ვაქცინაცია ჰქონდეს ჩატარებული, რათა თავიდან იყოს აცილებული ის გართულებები რაც შესაძლოა ინფექციურ დაავადებებს მოჰყვეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს აცრები რომელიც უსაფრთხოა და სასურველია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
სეზონური გრიპის ვაქცინა რეკომენდებულია ორსულ ქალებში, იგი ასევე ნებადართულია ძუძუთი კვების პერიოდში. ორსულობის პერიოდში იმუნიტეტი განსაკუთრებით დაბალია და სასურველია თუ დამატებითი ინფექციების თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციას მიმართავთ.
რაც შეეხება არარეკომენდებულ ვაქცინებს ორსულობის პერიოდში, ისინი ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში დაკავშირებულია სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებასთან და არარის რეკომენდირებული.
სასურველია ყოველთვის გაიაროთ კონსულტაცია დარგის სპეციალისტთან მანამ სანამ დაგეგმავთ ორსულობას, რათა რისკების ალბათობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო