ვარდისფერი ოქტომბერი
14 ოქტომბერი, 2025
ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვე
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიებს, ტრადიციულად, უერთდება საქართველო - „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია სკრინინგის აქციები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადების განკურნებისთვის, მნიშვნელოვანია პრევენციული სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სკრინინგული კვლევები უფასოა და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ან მობილური ამბულატორიების მეშვეობით.
ყოველწლიურად, დაახლოებით 2,3 მილიონი ახალი შემთხვევით, ძუძუს კიბო, ქალებში, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კიბოა. საქართველოში, ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენს - 2024 წელს, ქვეყანაში, ქალებში რეგისტრირებულია ძუძუს კიბოს 1,995 ახალი შემთხვევა, რაც ქალებში, რეგისტრირებული კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 30.7%-ს შეადგენს.
დღეს, ქვეყანაში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო და „დაავადებათა სკრინინგის“ მუნიციპალური პროგრამები მოქმედებს, რომელთა ფარგლებში, მიზნობრივ პოპულაციებში, ხორციელდება ძუძუს, ასევე, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ძუძუს კიბოს რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით, 3.8%-ით შემცირდა. ამასთან, ქალებში, 2020 წელს, დიაგნოსტირებული ძუძუს კიბოს ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 72%-ია.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო