საველე სწავლება ბულგარეთში სამოქალაქო თავდაცვის სხვადასხვა სფეროში
03 აპრილი, 2018
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლობა ევროკომისიის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების საერთაშორისო საველე სწავლებიდან დაბრუნდა. ოპერაციებში ცენტრის ორი პარამედიკოსი და ექიმი მონაწილეობდა. წვრთნები სამოქალაქო თავდაცვის სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობდა. სცენარის მიხედვით, ჯგუფები წყალდიდობის, მიწისძვრისა და მეწყერის ჩამოწოლისას გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მაგალითებს აჩვენებდნენ. საწვრთნელი მოდულის მიხედვით, კოორდინირებული მუშაობის ნიმუშებს სამი სახის საძიებო, სამაშველო და სამედიცინო ერთეულები წარმოადგენდნენ.
საველე სწავლება ბულგარეთში 20-დან 23 მარტამდე მიმდინარეობდა. საქართველოს წარმომადგენლები სიმულაციურ წვრთნაში სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიანი მექანიზმის მონაწილე ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდნენ.
მიწვეული ქვეყნის სტატუსით საერთაშორისო სწავლებაზე საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პირველად წარსდგა.
სამოქალაქო თავდაცვის სფეროში წვრთნები ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება და მსგავს სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების სამსახურების მზადყოფნის შეფასებას, ასევე, კადრების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებას და ერთობლივი ოპერაციების დროს სხვა ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას ისახავს მიზნად.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო