ზურაბ აზარაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
30 მარტი, 2022
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მასიეჟ ცურას შეხვდა.
მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერას.
მინისტრმა, ევროპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირების გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ორგანიზაციასთან მალე ახალი შეთანხმება გაფორმდება, რაც ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
ბოლო სიახლეები
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
უხილავი ფაქტორი შვილოსნობაში
ჩვეულებრივი PMS თუ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სად ვიპოვოთ საუკეთესო რობოტული ქირურგია საქართველოში — და როგორ ავირჩიოთ სწორი კლინიკა
მიხეილ სარჯველაძე ციციშვილის კლინიკაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო