აღწერა
რძიანი ნარევი ბავშვთა კვებისთვის დაბადებიდან 6 თვემდე
ά - ლაქტალბუმინითა და გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით (DHA+ARA)
325გ; 2.5 ლიტრი
ყურადღება:
1. მოამზადეთ ნარევი უშუალოდ ჭამის წინ.
2. არასდროს აადუღოთ მზა ნარევი.
3.მკაცრად დაიცავით ფხვნილისა და წყლის პროპორცია. არ გამოიყენოთ რეკომენდირებულზე მეტი ფხვნილი. მზა ნარევის ზედმეტი კონცენტრაცია შეიძლება გახდეს ბავშვის ორგანიზმში წყლის უკმარისობისა და ყაბზობის მიზეზი. გარდა ამისა, ზედმეტი დოზირების შემთხვევაში არსებობს თირკმელებსა და ნივთიერებათა ცვლაზე მომატებული დატვირთვის რისკი.
4. რეკომენდირებულზე ცოტა ფხვნილის გამოყენების შემთხვევაში მიიღება ღარიბი ნარევი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჩვილს საკვები ნივთიერებების საჭირო რაოდენობით.
5. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ იღებდეს საკვებს ძალიან სწრაფად. ნარევი ოდნავ უნდა წვეთავდეს საწოვარას ხვრელიდან, როცა ბოთლი თავით ქვემოთ არის გადმობრუნებული. გაიარეთ ბავშვის ექიმთან კონსულტაცია ბავშვის კვებასთან დაკავშირებით.
6. ყოველთვის გადაღვარეთ ის დარჩენილი რაოდენობა, რომელიც დარჩა თქვენს ბავშვს კვების დამთავრების შემდეგ.
რამდენიმე პორციის მომზადება:
რძიანი ნარევი უნდა მომზადდეს უშუალოდ კვების წინ. თუ თქვენთვის აუცილებელია
მოამზადოთ რამდენიმე ბოთლი ნარევი ერთდროულად, გამოიყენეთ ცივი გადადუღებული
წყალი. ჩაასხით ცივ ბოთლებში, ჩააყარეთ ფხვნილი და აანჯღრიეთ ისინი. თავდახურული
ბოთლების შენახვის ვადა მაცივარში არის არაუმეტეს 6-8 საათისა. კვების წინ ნარევი
გაათბეთ 70 ˚ჩ -მდე და შემდეგ გააგრილეთ კვებისთვის საჭირო ტემპერატურამდე (37 ˚ჩ)
შენახვის პირობები:
გაუხსნელი შეფუთვა შეინახეთ +2 დან +25 ˚C ტემპერატურისა და არაუმეტეს 75%
ტენიანობის პირობებში. შიდა შეფუთვის გახსნის შემდეგ შეინახეთ პროდუქტი არაუმეტეს
1 თვისა კარგად დახურული თავით გრილ ადგილას (არა მაცივარში).
წარმოების თარიღი და
ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია ყუთის თავზე. ნარევი ბეიბი 1 იფუთება დაცულ ატმოსფეროში, რათა
შენარჩუნდეს პროდუქტის გემო და ხარისხი.
დამზადებულია შვედეთში
ბეიბი
1
ადრეული ასაკის ბავშვის კვებისათვის უპირატესია დედის რძე
ბეიბი 1 არის მშრალი, დაპრესილი ადაპტირებული რძიანი ნარევი, რომელიც გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით დედის რძის არარსებობის ან მისი არასაკმარისი რაოდენობის დროს. ბეიბი 1 ნარევი მაქსიმალურად არის მიახლოებული ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემადგენლობით დედის რძესთან. შეიცავს ყველა ვიტამინს, მაკრო და მიკრო ელემენტებს, მინერალურ მარილებს ბალანსირებული რაოდენობითა და ხარისხით, რაც შეესაბამება დაბადებიდან 6 თვემდე ასაკის ბავშვის მოთხოვნილებას. Bბეიბი 1 ნარევის ცილოვანი შემადგენლობა გაუმჯობესებულია საერთო ცილის რაოდენობის შემცირებისა და ამინომჟავების შემადგენლობის გაზრდის ხარჯზე და მიახლოებულია დედის რძის შემადგენლობასთან. ყოველივე ეს უზრუნველყოფს მის უფრო მეტად სრულყოფილ ათვისებასა და ამცირებს ბავშვის თირკმელზე მეტაბოლურ დატირთვას.
ნარევი გამდიდრებულია გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით (DHA და ARA), რომლებიც მოქმედებენ ბავშვის გონებრივ განვითარებაზე და უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
მომზადების წესი:
გულდასმით დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები
1. აადუღეთ ბოთლის ყველა შემადგენელი ნაწილი, აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 70 ˚C მდე. ჩაასხით წყლის საჭირო რაოდენობა სუფთა ბოთლში, იხელმძღვანელეთ ცხრილით.
2. ბოთლში ჩაყარეთ ფხვნილი პროპორციების დაცვით.
3. დაახურეთ ბოთლს და აანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე.
4. გააგრილეთ ნარევი 37
˚C - მდე.შეამოწმეთ ნარევის ტემპერატურა მაჯის შიგნითა ზედაპირზე რამდენიმე წვეთის დასხმით. ისარგებლეთ მხოლოდ საზომი კოვზით, რომელიც მოყვება შეფუთვას!
საზომი კოვზი: 4.3 გრ ანუ 7.9 მლ.
ბავშვისთვის საჭირო ნარევის საზომი მოცულობა:
|
ბავშვის ასაკი |
ნარევის მოცულობა 1 კვებაზე |
კვების რაოდენობა დღეში |
ნარევის დღეღამური რაოდენობა |
|
0-1 თვე |
80-135 მლ |
7 |
600-700 მლ |
|
1-2 თვე |
100-160მლ |
6-7 |
600-800 მლ |
|
2-4 თვე |
140-200 მლ |
6 |
850-1000 მლ |
|
4-6 თვე |
140-240 მლ |
5 |
700-1200 მლ |
ცხრილში არსებული მონაცემები არის საორიენტაციო, რადგანაც ყველა ბავშვი ინდივიდუალურად იკვებება ყოველ კვებაზე.
ნარევის მომზადების პროპორციები:
|
წყალი |
მშრალი ნარევი |
მზა ნარევი |
|
60 მლ |
2 საზომი კოვზი |
~ 65 მლ |
|
120 მლ |
4 საზომი კოვზი |
~ 135 მლ |
|
150 მლ |
5 საზომი კოვზი |
~ 165 მლ |
|
180 მლ |
6 საზომი კოვზი |
~ 200 მლ |
|
210 მლ |
7 საზომი კოვზი |
~ 235 მლ |
1 ლიტრი ნარევის მოსამზადებლად საჭიროა აღებულ იქნას 130 გრ მშრალი მასა და 900 მლ წყალი.
რძიანი ნარევი ბეიბი 1 დაბადებიდან 6 თვემდე.
შეიცავს რძეს.
შემადგენლობა
მშრალი დემინერალიზებული რძის შრატი (50%), მცენარეული ზეთები (პალმის,რაფსის, ARA-Mortierella
alpine-ს წყარო, DHA-Crypthecodinium cohnii წყარო (19%),მშრალი უცხიმო რძე (12%), ლაქტოზა, რძის ცხიმი, მინერალური შემადგენლობა (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორიდი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, თუთია, იოდი, სპილენძი, სელენი), რძის ცილა, ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), ვიტამინები (A,D,E,K,C, თიამინი, ნიაცინი, B6, ფოლიუმის მჟავა, ბიოტინი, პანტოთენის მჟავა), ლიმონმჟავა, ქოლინი, ტაურინი, ინოზიტოლი, L-კარნიტინი. არ შეიცავს გმპ-ს (რეგლამენტი EC 1829/2003 da 1830/2003)
კვებითი ღირებულება:
|
კვებითი ღირებულება |
100 გრ მშრალი ნარევი |
100 მლ მზა ნარევი |
|
ენერგეტიკული
ღირებულება |
2150კჯ(510 კკალ) |
280 კჯ(66 კკალ) |
|
ცილა |
10 გრ |
1.3 გრ |
|
მათ შორის კაზეინი |
4 გრ |
0.5 გრ (40%) |
|
რძის შრატის ცილები |
6 გრ |
0.8 გრ (60%) |
|
ტაურინი |
35 მგ |
4.5 მგ |
|
ნახშირწყლები |
57 გრ |
7.4 გრ |
|
მათ შორის ლაქტოზა |
57 გრ |
7.4 გრ (100%) |
|
ცხიმები |
27 გრ |
3.5 გრ |
|
მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები |
10 გრ |
1.3 გრ |
|
მონოუჯერი
ცხიმოვანი
მჟავები |
11 გრ |
1.4 გრ |
|
პოლიუჯერი
ცხიმოვანი
მჟავები |
4.5 გრ |
0.6 გრ |
|
არაქიდონის მჟავა (ARA) |
115 მგ |
15 მგ |
|
დეკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) |
70 მგ |
9 მგ |
|
ლინოლენის
მჟავა |
4100 მგ |
530 მგ (16%) |
|
ά ლინოლენის მჟავა |
530 მგ |
70 მგ (2.1%) |
|
რეტინოლი (A), |
420 მკგ-ექვ |
55 მკგ-ექვ |
|
კალციფეროლი (D) |
9,2 მკგ |
1.,2 მკგ |
|
ვიტამინ K |
30 მკგ |
4 მკგ |
|
ტოკოფეროლი (E) |
6 მგ |
0.8 მგ |
|
ასკორბინის მჟავა (C) |
54 მგ |
7 მგ |
|
თიამინი (B1) |
400 მკგ |
50 მკგ |
|
რიბოფლავინი (B2) |
700 მკგ |
100 მკგ |
|
ნიაცინი (PP) |
5400 მკგ |
700 მკგ |
|
პირიდოქსინი (B6) |
400 მკგ |
50 მკგ |
|
ფოლის მჟავა (Bc) |
77 მკგ |
10 მკგ |
|
ციანკობალამინი (B12) |
1.1 მკგ |
0.15 მკგ |
|
ბიოტინი |
12 მკგ |
1.5 მკგ |
|
პანთოტენის
მჟავა |
2.7 მკგ |
0.35 მგ |
|
ქოლინი |
60 მგ |
7.5 მგ |
|
ინოზიტოლი |
30 მგ |
4 მგ |
|
L- კარნიტინი |
7.5 მგ |
1 მგ |
|
ნატრიუმი |
120 მგ |
15 მგ |
|
კალიუმი |
460 მგ |
60 მგ |
|
ქლორიდი |
310 მგ |
40 მგ |
|
კალციუმი |
320 მგ |
41 მგ |
|
ფოსფორი |
160 მგ |
21 მგ |
|
რკინა |
3 მგ |
0.4 მგ |
|
მაგნიუმი |
30 მგ |
4 მგ |
|
მანგანუმი |
30 მკგ |
4 მკგ |
|
თუთია |
3 მგ |
0.4 მგ |
|
იოდი |
77 მკგ |
10 მკგ |
|
სპილენძი |
300 მკგ |
40 მკგ |
|
ზოლა |
2.0გრ |
0.3 გრ |
|
სელენი |
12 მკგ |
1.5 მკგ |
წარმოებულია შვედეთში
დამზადებულია Hero AG კონტროლის ქვეშ,შვეიცარია.