ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ჰუმანა სამკურნალო კვება HN+MCT

Humana HN+MCT

ზომა: 300 გრ
კომპანია: ჰუმანა

კატეგორიები:

სამკურნალო ნარევი

აღწერა

აღწერა

ჰუმანა HN + MCT-ს გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად, როგორც ძირითადი პროდუქტის, ან როგორც დიეტური კვების დანამატის სახით მძიმე ნაწლავური დარღვევების დროს ჩვილებში, ერთ წელზე უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში. საჭმლის მონელების აღდგენისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზაციის შემდეგ რეკომენდებულია ბავშ¬ვის გადაყვანა კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე.
• ბალანსირებული დაბალცხიმოვანი და დაბალლაქტოზური სამკურნალო პროდუქტია; • დამატებული აქვს საშუალოჯაჭვოვანი ტრიგ¬ლიცერიდები (MCT); 
• ნახშირწყლების ძირითადი ნაწილი წარ-მოდგენილია ადვილად მოსანელებელი მალტოდექსტრინით;
• ცხიმოვანი კომპონენტის 50% წარ-მოდგენილია საშუალოჯაჭვოვანი ტრიგ-ლიცერიდებით (MCT), რომლებიც კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ნაღვლის მჟავებისა და ლიპაზის გარეშე;
• ვიტამინებისა და მინერალების შემად¬გენლობა შეესაბამება საერთაშორისო სტან-დარტებს;
• პროდუქტის გამდიდრება რკინითა და თუთიით დაკავშირებულია დიარეის დროს ამ მიკროელემენტების შესაძლო დეფიციტის განვითარებასთან;
• გამოირჩევა დაბალი ოსმოლარობით (228 მოსმ/ლ), რადგანაც მაღალმა ოსმოლარობამ შესაძლოა მოახდინოს დიარეის პროვოცირება.

შემადგენლობა

შეიცავს:
• პრებიოტიკს (GOS), რაც ხელს უწყობს ნაწლავებში ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებას და საკვების ოპტიმალურ მონელებას;
• ბანანის უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს ნორმალური ბიფიდოფლორის სტიმულაციას და აქვს კარგად გამოხატული სორბციული ეფექტი;
• ენერგეტიკული ღირებულება (62 კკალ/ 100 მლ) ოპტიმალურია, რაც თავიდან აგვაცილებს შიმშილით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს.

გამოყენების წესი

მომზადება შესაძლებელია როგორც რძის, ასევე ფაფის სახითაც.
ნარევის მოსამზადებლად გამოიყენება ანადუღარი და 70ºC-მდე გაგრილებული ჩვეულებრივი წყალი ან 70ºC-მდე გამთბარი ”ჰუმანას” წყალი
რძე
1 საზომი კოვზი (4,8 გ) ფხვნილი + 30 მლ წყალი = 33 მლ დასალევად გამზადებულ ნარევს.
3 საზომი კოვზი (14,4 გ) ფხვნილი + 90 მლ წყალი = 100 მლ დასალევად გამზადებულ ნარევს.
ფაფა
6 საზომი კოვზი (30 გ) ფხვნილი + 70 მლ წყალი = 100 გ გამზადებულ ფაფას
მზა ნარევი ბავშვს უნდა მიეცეს 37ºC-მდე გაგრილებული.
ქვემოთ მითითებულია რეჰიდრატაციისა და რეალიმენტაციის გეგმა, რომელიც უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.
1. რეჰიდრატაცია (ჰუმანას ელექტროლიტის საჭირო რაოდენობა დიარეის პირველი 6-12 საათის განმალობაში)

1-3 თვე
200-600
მლ

4-5 თვე
300-700
მლ

6-12 თვე
375-1200
მლ

სასკოლო ასაკის
ბავშვები
50-100
მლ/კგ

მოზრდილები
30-40
მლ/კგ

2. რეალიმენტაცია - ჰუმანა HN-ით დიარეის პირველი 1-2 დღის განმავლობაში

1-3 თვე
130
მლ   (14,5%-იანი) HN-ის რძე 6- ჯერადად

4-5 თვე
170
მლ   (14,5%-იანი) HN-ის რძე 5-6- ჯერადად

6-12 თვე
200
მლ   (14,5%-იანი) HN-ის რძე 3-4- ჯერადად + 1-2 ულუფა ფაფა (30%-იანი)

სასკოლო ასაკის
ბავშვები
200
მლ HN-ის ფაფა (30%-იანი) 4-5-ჯერადად

მოზრდილები
სურვილისამებრ რძის(14,5%-იანი) ან ფაფის (30%-იანისახით

გაფრთხილება

გახსნილ მდგომარეობაში ყუთი ინახება მშრალ და გრილ ადგილას სამი კვირის განმავლობაში. ყოველ ჯერზე ნარევი ახლად უნდა მომზადდეს.

კომპანია

ჰუმანა

ჰუმანა

დ. გამრეკელის 19, ბიზნეს ცენტრი
რეკლამა