მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (ინგოროყვას კლინიკა)
ექიმები
ალექსანდრე ჩხოლარია
კარდიოლოგია
ასმათ ჯალაღონია
შინაგანი მედიცინა (თერაპია)
ბაადურ მოსიძე
ზოგადი ქირურგია
გია ციხისელი
ონკოლოგია - მამოლოგია
გიორგი გვენეტაძე
ყბა–სახის ქირურგია
გიორგი კალანდაძე
კარდიოქირურგია
აღწერა
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის აშენების მიზანი იყო, ისეთი სამედიცინო დაწესებულების შექმნა, სადაც ჩვენი თანამემამულეები მიიღებდნენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. კლინიკის სტრატეგია უნდა იყოს „ კლინიკა პაციენტისათვის“, სადაც პრაქტიკული საქმიანობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება ორიენტირებული იქნება პაციენტებზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის N532 განკარგულების საფუძველზე უნდა შექმნილიყო მრავალპროფილიანი (მათ შორის ონკოლოგიის მიმართულებით) თანამედროვე 205 საწოლიანი კლინიკა.
ასეთი კლინიკის შექმნისათვის აუცილებელია უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა, მაღალკვალიფიციური პერსონალი და განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სამედიცინო მენეჯმენტის დანერგვას.