ავერსი ფარმა
ქართული ფარმაცევტული საწარმო
მწარმოებელი
იმპორტიორი
საქართველო
წარმოებული პრეპარატები: 223
იმპორტირებული პრეპარატები: 214
აღწერა
'ავერსი' - სტაბილურობისა და ხარისხის გარანტი
ფარმაცევტული კომპანია 'ავერსი' 1994 წელს დაარსდა. ფირმის დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე პროფესიით ექიმი გახლავთ, თუმცა 18 წლის წინ, როდესაც მან სამედიცინო უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა ამ პროფესიით მუშაობა არც თუ სახარბიელო პერსპექტივა ჩანდა, რადგან სამედიცინო სფეროში იმ დროს კრიზისული პერიოდი იყო, რასაც მედიკამენტების დეფიციტიც ერთვოდა. ბატონი პაატას პირველი ბიზნეს ნაბიჯი სწორედ მედიკამენტების შემოტანა გახლდათ, თუმცა კომპანიის მასშტაბები თანდათან გაფართოვდა.
დღეს “ავერსი” არა მარტო საქართველოში და ამიერკავკასიაში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა. მისი სააფთიაქო ქსელი 213 ფილიალს აერთიანებს. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ფარმაცევტული წარმოების განვითარებაც - “ავერსის” დამფუძნებლის ინიციატივით ათიოდე წლის წინ მსოფლიო დონის საწარმოს 'ავერსი-რაციონალის' მშენებლობა დაიწყო და დღეს ამ საწარმოს პროდუქცია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაშიც მსოფლიო ფარმაცევტული ბრენდების ნაწარმს უწევს კონკურენციას. მასშტაბური პროექტის - 'ავერსის კლინიკათა' ქსელის მშენებლობის ინიციატორიც “ავერსის” დამფუძნებელი გახლავთ. 'ავერსის კლინიკა' მთელი საქართველოს მასშტაბით 9 სამედიცინო დაწესებულების მფლობელია. ასევე ავერსი გახლავთ ყველაზე რეიტინგული სადაზღვევო კომპანიის “ალფას” დამფუძნებელიც.
ავერსმა საზოგადოებაში ქველმოქმედის სახელიც დაიმკვიდრა. სოციალურად დაუცველი ფენების მხარში დგომა და დახმარება 'ავერსის' მესვეურთა კეთილი ნების გამოხატულებაა.
კომპანია დღეს საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია. მას ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეაქვს. ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აფართოვებს ფარმაცევტულ წარმოებას, გთავაზობთ მსოფლიო დონის სააფთიაქო ქსელს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებასა და ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ სადაზღვევო პროდუქტს - “ავერსი” ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე.
წარმოებული პრეპარატები (223)
ადაპტოლი
300მგ ტაბლეტი #20
ადაპტოლი
500მგ ტაბლეტი #20
ავეზოლი
1გ ფხვნილი ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
ავეკორი
5მგ ტაბლეტი #30
ავეკორი
2.5მგ ტაბლეტი #30
ავეკორი
10მგ ტაბლეტი #30
ავექსონი-ავერსი
2გ სტერილური ფხვნილი
ავექსონი-ავერსი
1გ სტერილური ფხვნილი
ავურინი
კაფსულა №30
ავურინი
სიროფი 100მლ
იმპორტირებული პრეპარატები (214)
ავეზოლი
1გ ფხვნილი ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
ავეკორი
5მგ ტაბლეტი #30
ავეკორი
2.5მგ ტაბლეტი #30
ავეკორი
10მგ ტაბლეტი #30
ავექსონი-ავერსი
1გ სტერილური ფხვნილი
ავექსონი-ავერსი
2გ სტერილური ფხვნილი
ავურინი
კაფსულა №30
ავურინი
სიროფი 100მლ
აისოლი
4.16გ პაკეტი #20
აისოლი
20.82გ პაკეტი #20
საკონტაქტო ინფორმაცია
ქ.თბილისი, ჭირნახულის ქ. 14
(+995 32) 2 470-094; (+995 32) 2 471-017
რეკლამა