ევროდრაგ ლაბორატორის ჯორჯია
წარმომადგენლობა საქართველოში
იმპორტიორი
ნიდერლანდები
იმპორტირებული პრეპარატები: 15
აღწერა
EURODRUG Laboratories ['ევროდრაგ' ლაბორატორიები] წარმოადგენს კერძო ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 24–ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის შტაბ–ბინა ჰააგაშია (ნიდერლანდები).
კომპანია დაფუძნდა 70–იანი წლების ბოლოს, იმ მიზნით, რომ სამკურნალო საშუალებების წამყვან ევროპულ ბრენდებს ჩრდილო–აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის სწრაფად განვითარებადი ბაზრებისთვის მიეღწიათ.
კომპანიის ფორმირების მთავარი ფილოსოფიური კონცეფცია იმაში მდგომარეობდა, რომ უნივერსიტეტების სამეცნიერო ცენტრებისა და იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების მცირე ფარმავეცტული ცენტრების თანამშრომლობით შექმნილი ორიგინალური სამკურნალო მოლეკულები, ჩრდილო–აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის სამედიცინო პრაქტიკაში დაენერგათ.
კომპანიას უძლიერესი საწარმოები აქვს როგორც ევროპის ქვეყნებში, კერძოდ იტალიასა და უნგრეთში, ასევე, ჩრდილო–აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში. კომპანიის მიერ შემოთავაზებული სამკურნალო საშუალებების მაღალი ხარისხის უდაო გარანტია კომპანიის ეგრეთწოდებული ორმაგი სერთიფიცირების პრინციპი, როდესაც წარმოების ქვეყნის ლაბორატორიების გარდა, პრეპარატი სავალდებულო შემოწმებას გადის ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენის დამოუკიდებელ ლაბორატორიაში. სხვათა შორის, ლეიდენის უნივერსიტეტი ერთერთი უძველესია მსოფლიოში.
კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტია პრეპარატების კლინიკური კვლევების დაფინანსება და მონიტორინგი, რაც, როგორც წესი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით უნივერსიტეტის კლინიკების ბაზაზე წარმოებს.
კომპანია აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო კონგრესებში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული ექიმები და კლინიკოსები ერთმანეთს კვლევების შედეგებს უზიარებენ.
ბოლო წლების განმავლობაში კომპანია ინტენსიურად ვითარდება, რადგან მთელს ძალისხმევას მწარმოებელი ქვეყნის ფარმაცევტული ბაზრის გარკვეულ სეგმენტში აბანდებს. EURODRUG Laboratories - ის მიერ წარმოებული მედიკამენტების წლიური ბრუნვა ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან საქონელბრუნვასთან შედარებით 64%–ით გაიზარდა.
ახლა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ–ს ქვეყნებში გაფართოების შესახებ. ამდენად, EURODRUG Laboratories - ის მიერ წარმოებული პრეპარატები, რომლებიც უკეთ დააკმაყოფილებენ თანამედროვე ეფექტურ სამკურნალო საშუალებებზე მედიცინის მუშაკების მზარდ მოთხოვნებს, სულ მალე გამოჩნდება დსთ–ს ყვეყნების ბაზარზეც.
იმპორტირებული პრეპარატები (15)
ბროვინი
0.6% სიროფი 120მლ ფლაკონი # 1, 0.6% სიროფი 60 მლ ფლაკონი #1
დაიპო ქეარ
40გ კრემი ტუბში
დეფენსიკანი® იმუნოგლუკანი® სუსპენზია
10მგ/მლ 120 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ბოთლი №1 ამზომი ჭიქით
დეფლაკორტინი
6 მგ ტაბლეტი #20
ნიდოლი გელი
2% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
ნულოქს სფიდიტაბს
7.5მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30
ნულოქს სფიდიტაბს
15მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30
პუროქსან-ტოპი
650 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №10
პუროქსანი
400მგ ტაბლეტი #10; #20
პუროქსანი
2% სიროფი ფლაკონი #1
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, N6დ
რეკლამა