გამა
ა.შ.შ-საქართველოს ერთობლივი ფარმაცევტულ კომპანია
მწარმოებელი
იმპორტიორი
საქართველო
წარმოებული პრეპარატები: 20
იმპორტირებული პრეპარატები: 19
აღწერა
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოდადოება 'გამა' წარმოადგენს ა.შ.შ-საქართველოს ერთობლივ ფარმაცევტულ კომპანიას.ჩვენი მისიაა შევქმნათ მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქცია როგორც საქართველოს მოსახლეობისათვის, ისე სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ევროპის და აფრიკის ქვეყნებში ექსპორტისათვისაც. კომპანია ახორციელებს მაღალი ხარისხის მედიკამენტის დამზადებისთვის საჭირო აქტიური სუბსტანციების იმპორტს პირდაპირ გერმანიის, ჩინეთის, ესპანეთის და ინდოეთის მწარმოებლებისაგან. იმპორტული ნედლეულის ადგილობრივად წარმოებულ არააქტიურ ნივთიერებებთან შერევის საფუძველზე შექმნილი მზა პროდუქცია კი მზადაა საბითუმო და საცალო ქსელში გასასვლელად. 'გამა' აწარმოებს მედიკამენტების მყარ ფორმებს, ანუ ტაბლეტებს და კაფსულებს, რომელთა მომხმარებლისთვის გაცნობა ხორციელდება გაყიდვების სფეროში მომუშავე ჯგუფის მიერ.ადგილობრივ ბაზარზე ოპერირების 15 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ 'გამას' პროდუქცია ხარისხიანი მედიკამენტის სინონიმად იქცა. 'გამა' დაარსდა 1993 წელს და იყო დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფარმკომიტეტში დარეგისტრირებული პირველი ფარმაცევტული საწარმო. დღესდღეობით 'გამას' საქმიანობას წარმოადგენს წარმოება, რეგისტრაციების და ლიცენზიების მოპოვება, მარკეტინგული სტრატეგიის გამომუშავება, გაყიდვები და დისტრიბუტორებთან ურთიერთობა როგორც ადგილობრივად, ისე უცხოეთში. საწარმოში 36 ადამიანია დასაქმებული. ჩვენ ვაწარმოებთ როგორც საკუთარ ბრენდ მედიკამენტებს, ასევე ვმუშაობთ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორებთან კონტრაქტის საფუძველზე მიღებული დაკვეთების მიმართულებითაც, ე.წ. 'CONTRACT MANUFACTURING' ზე. ჩვენი ნედლეულის მომწოდებლები არიან სექტორში მოღვაწე წამყვანი კომპანიები, რომლებიც ასევე აღიარებენ GMP და IშO 9001 სტანდარტებს.'გამა' ფუნქციონირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ყველა ძირითადი რეგულაციების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. ყველა წარმოებული მედიკამენტი რეგისტრირებულია ფარმკომიტეტის მიერ. დამატებით, როგორც წარმოების ბიზნესში ჩართულ კომპანიას, 'გამას' აქვს ყველა საჭირო ლოცენზია და ნებართვა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან. 'გამას' საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა დროს უწევდნენ წამყვანი კომპანიები : 'საერთაშორისო აღმასრულებელი სერვისის კორპუსი'(The International Executive Service Corps-IESC), 'TUV' 'საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემები' და 'SABIT'-ი.
წარმოებული პრეპარატები (20)
ES-სომნოგამა
3მგ ტაბლეტი#10
ანტიპარკინი
250/25 მგ ტაბლეტი #50
ატენოლოლი
50მგ ტაბლეტი №20
ატენოლოლი
25მგ ტაბლეტი №60
გამალეფსინი
200მგ ტაბლეტი №50
გამალიზინი
10მგ ტაბლეტი #20
გამალიზინი-H
10/12.5მგ ტაბლეტი #20
გამამაქსი
500მგ ტაბლეტი №10
გამაქსონი
ი.ვ და ი.მ საინიექციო ხსნარის მოსამზადებელი 1გ ფხვნილი ფლაკონში
ვ-3
500მგ ტაბლეტი #10
იმპორტირებული პრეპარატები (19)
ES-სომნოგამა
3მგ ტაბლეტი#10
ანტიპარკინი
250/25 მგ ტაბლეტი #50
ატენოლოლი
50მგ ტაბლეტი №20
ატენოლოლი
25მგ ტაბლეტი №60
გამალეფსინი
200მგ ტაბლეტი №50
გამალიზინი
10მგ ტაბლეტი #20
გამალიზინი-H
10/12.5მგ ტაბლეტი #20
გამამაქსი
500მგ ტაბლეტი №10
გამაქსონი
ი.ვ და ი.მ საინიექციო ხსნარის მოსამზადებელი 1გ ფხვნილი ფლაკონში
ვ-3
500მგ ტაბლეტი #10
საკონტაქტო ინფორმაცია
გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი
(995 32) 210 99 16; (995 32) 210 99 17; (995 32) 210 99 18
რეკლამა