აღწერა
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი.
პროფესიული გამოცდილება
1986 წელს გაიარა სტაჟირება “ანესთეზიოლოგია ნეირო- ქირურგიაში” ქ. ლენინგრადის (რუსეთი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. 1999 წელს სტაჟირება გაიარა “ანესთეზიოლოგია ანგიოლოგიაში” ქ. ბერლინის (გერმანია) შარიტეს კლინიკაში. 1984-1991 წწ. მუშაობდა ქ. თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ-ანესთეზიოლოგად. 1991-1995 წწ. მუშაობდა ტუბერკულოზის ინსტიტუტში, ექიმ-ანესთეზიოლოგად. 1991 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.
განათლება, კვალიფიკაცია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
კლინიკა
თოდუას კლინიკა
რეკლამა