ალბიკანსან D5 (ნატუროპათი)

Albicansan D5 (Naturopath)

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
მწარმოებელი: SANUM (გერმანია)

აღწერა

 შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Candida albicans D5-ის წყალხსნარის 1 მლ-ს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა) დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

 

ჩვენება
– მიკოზები და კანის ის დაავადებები, რომლებიც სოკოვანი მეორადი ინფიცირებით მიმდინარეობს

– პირის ღრუს დაავადებები – სტომატიტი, გინგივიტი, ანგულური სტომატიტი, აფთები

– უროგენიტალური ტრაქტის მიკოზები, როგორიცაა ვაგინიტი, ურეთრიტი და შეიძლება ადნექსიტი

– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ალერგიული დაავადებები, რომლებიც ერთდროულად სოკოვანი დაინფიცირებით მიმდინარეობს, ქოლეცისტიტის და კოლიტის დროს.

 

თვისებები
უჯრედული იმუნური დაცვის გაძლიერება T-ლიმფოციტების პოპულაციის

სტიმულაციის გზით. იზოპათიური მოქმედება ეფუძნება საფუარა სოკოს საპროფიტული ფაზის Candida albicans-ის

პარაზიტულ სოკოვან ფაზაზე ზემოქმედებას 

 

მიღების წესი და დოზირება

შეჰყავთ კვირაში ორჯერ, 1 მლ ოდენობით, ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად

 

გვერდითი მოქმედებები

ცნობილი არ არის

 

უკუჩვენებები 

ცნობილი არ არის

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

 

განსაკუთრებული თავისებურებების 

გარეშე მითითება Candida albicans-ი მოქმედი ნივთიერების სახით შედის, ასევე, Exmykehl-ის შემადგენლობაში

 

გამოშვების ფორმები

1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში

იმპორტიორი

SANUM

თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 33
(995 32) 239 49 87
რეკლამა