ანაფტინი სპრეი

Anaftin Spray

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 1.5% 15მლ სპრეი
მწარმოებელი: Alliance Pharma Srl (იტალია)

აღწერა

 

ანაფტინი® სპრეი ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას, რაც გამოწვეულია პირის ღრუში მცირე დაზიანებებით, მაგალითად აფტოზური სტომატიტის, აფტოზური წყლულების შედეგად, ასევე ბრეკეტებისა და ცუდად შერჩეული პროთეზების გამოყენებით მიღებული მცირე დაზიანებებით. ის, ასევე, ინიშნება დიფუზური აფტოზური წყლულების სამკურნალოდ. 

 

მოქმედების მექანიზმი: 

ანაფტინი® სპრეი შეიცავს პოლივინილპიროლიდონს (პვპ) და ჰუალურონის მჟავას, რომლებიც ქმნის პირის ღრუს შემომგარსველ დამცავ ფენას, დაზიანებული უბნების ეფექტური დაცვის უზრუნველყოფით, რაც ამსუბუქებს ღია ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით გამოწვეულ ტკივილს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ჰუალურონის მჟავა და ალოე ვერა უზრუნველყოფს დაზიანებული ქსოვილების ბუნებრივ შეხორცებას. 

 

გამოყენების წესი: 

პრეპარატის პირველად გამოყენების შემთხვევაში, მოხსენით მას თავსახური და დაამაგრეთ საფრქვევის თავზე. მიმართეთ საფრქვევის თავი პირის ღრუში დაზიანებისკენ და გააფრქვიეთ 3-ჯერ ან, თუ საჭიროა, დაზიანებული უბნის დაფარვამდე. საუკეთესო შედეგის მისაღებად, არ მიიღოთ საკვები და სასმელი სპრეის გამოყენებიდან სულ მცირე 1 საათის განმავლობაში. საფრქვევის თავი შესაძლებელს ხდის მაქსიმალურად ეფექტურად დაიფაროს პირის ღრუში არსებული დაზიანებები.

გამოიყენეთ 3-4 ჯერ დღეში ან უფრო ხშირად, საჭიროების შემთხვევაში. 

 

შემადგენლობა: 

წყალი, პოლიპროპილენგლიკოლი, პოლივინილპიროლიდონი (პვპ), მალტოდექსტრინი, Aლოე ბარბადენსის, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლიეთილენგლიკოლი 40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას დინატრიუმი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰუალურონატი, არომატიზატორი, ნატრიუმ-საქარინი, დიკალიუმის გლიცირიზატი. 

 

სიფრთხილის ზომები: 

ანაფტინი® სპრეის გამოყენება უკუნაჩვენებია ანამნეზში პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში. თუ ხართ ორსულად, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. პირის ღრუში წყლულების ხშირად განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. 

 

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: 

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ფლაკონის დაზიანებისა თუ გაჟონვის შემთხვევაში. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. პრეპარატი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, გამაცხელებელი საშუალებების პირდაპირი ზემოქმედებისგან შორს. არ გაყინოთ. დაიცავით თვალთან კონტაქტისგან. 

 

 

იმპორტიორი

ბერლინ-ხემი

თბილისი, გამრეკელის ქ.19
(995 32) 224 13 70, (995 32) 224 13 71
რეკლამა

დამატებითი ინფორმაცია

გარე ბმული