ბოვისან D6 (ნატუროპათი)

BovisanD6 (Naturopath)

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
მწარმოებელი: SANUM (გერმანია)

აღწერა

 
შემადგენლობა
 
1 მლ შეიცავს: Mycobacterium bovis (BCG) D6 1 მლ წყალხსნარს, 
HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება 
– BCG-ვაქცინაციის შემდგომი ანთებები
– ნუშურების ჰიპერტროფია
– კვანძოვანი ერითემა, ტუბერკულოზური ართრიტი – PONCETLERICHE- -ის, სახსრების რევმატიული ხასიათის    დაავადებები
– ქრონიკული ჰიპოტონიით მიმდინარე ასთენია
 
თვისებები 1911-1914 წლებში ა.კალმეტმა და გ.გუერინმა აღწერეს Mycobacterium tuberculosis var. Bovis-ისაგან კონცენტრირებული ხსნარის მიღება. განსაკუთრებული ხერხით ხანგრძლივი მომზადების შემდეგ ეს ხსნარი ავირულენტური ხდებოდა, თუმცა ანტიგენურ თვისებებს არ კარგავდა. დასუსტებული მიკობაქტერიების
აღნიშნული სუსპენზია ვაქცინაციისათვის გამოიყენება და კანზე დადებით რეაქციას იწვევს. ჰომეოპათიურად მზადდება ბაქტერიული შტამის ექსტრაქტზე, რომელსაც, ერთი მხრივ, ჩვეულებრივი ვაქცინის ვირულენტობა არ გააჩნია, მეორე მხრივ კი გამოხატულ იმუნომოდულაციურ თვისებებს ავლენს
 
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობა ტარდება საშუალო დოზით, რომელიც კვირაში ერთ ინექციას შეესაბამება. რეაქციის არარსებობისას ან სუსტი რეაქციის შემთხვევაში ინექციები შესაძლოა უფრო მოკლე ინტერვალებითაც გაკეთდეს – მაქსიმალურად 2-ჯერ კვირაში. ერთი ამპულის შიგთავსი შეჰყავთ ღრმად, ინტრამუსკულურად, როგორც წესი, დუნდულა კუნთში
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
მომატებული ტემპერატურა და ზოგადი სისუსტე სხვა პრეპარატებთან
 
ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან და ვაქცინებთან შეუთავსებლობა ცნობილი არ არის. ზოგადი გამოცდილების თანახმად, სასურველია ვაქცინის შეყვანასთან დაკავშირებული ორკვირიანი ინტერვალის შენარჩუნება. იმუნოდეპრესანტებთან ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა Bovisan D-ს ეფექტურობაზე იმოქმედოს. ძლიერი გვერდითი რეაქციების თავიდან ასაცილებლად პაციენტს სისხლთან შერეული პრეპარატების ინექციები არ უკეთდება.
 
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში

იმპორტიორი

SANUM

თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 33
(995 32) 239 49 87
რეკლამა