კოლიკ-ეზი

Colic EZ

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: წვეთები 30მლ
მწარმოებელი: Vitane Pharma (გერმანია)

აღწერა

შემადგენლობა :

1 მლ შეიცავს:

სიმეთიკონი  40 მგ

კამის ზეთი  0,005 მლ

ცერეცოს ზეთი  0,0007 მლ

მოქმედების მექანიზმი :

სიმეთიკონი
· ცვლის კუჭის შიგთავსში და ნაწლავის ლორწოში წარმოქმნილ აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და იწვევს მათ დაშლას
· არ შედის ქიმიურ რეაქციებში , ფარმაკოლოგიურად ინერტულია
· არ შეიწოვება ორგანიზმში და ელიმინირდება ნაწლავის მიერ შეუცვლელი სახით

კამის ზეთი
· ეფექტურად და სწრაფად ხსნის  ნაწლავთა კოლიკას
· აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს
· ხელს უშლის აირების წარმოქმნას
· ასტიმულირებს მადას

კამის ზეთი აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის ( Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas და E.Coli ) ზრდას და გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც იგი ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ

ჩვენებები :
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნებისმიერი გენეზით წარმოქმნილი აირების დაგროვება (მეტეორიზმი, აეროფაგია);
· კუჭ-ნაწლავის სპაზმი; ბოყინი, სლოკინი
· სანაღვლე გზების სპაზმი და დისკინეზია
· საკვების რეგურგიტაცია

დოზირება:           

თვემდე ბავშვებში 0,5 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე

დან 12 თვემდე    ბავშვებში 0,75 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე

წლიდან  ბავშვებში 1 მლ 4 ჯერ დღეში  15 წუთით ადრე ჭამამდე


უკუჩვენება
 : არ გააჩნია, პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.       
 

გვერდითი მოვლენები : პრეპარატ Colic Ez – ის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.

განსაკუთრებული მითითებები :  გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ახალშობილებში დაბადების პირველი დღეებიდან. მოსახერხებელია და მარტივი გამოსაყენებლად, ვინაიდან მოყვება პიპეტი, რაც აადვილებს დოზირებას. არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს და არომატიზატორებს.

ჭარბი დოზირება : პრეპარატ Colic Ez -ს არ ახასიათებს ჰიპერდოზირებით გამოწვეული მოვლენები.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ

ვარგისიანობა და შენახვის წესი : ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს, 25 °C – ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან სამი წელი.

გამოშვების ფორმა : წვეთები 30 მლ,   მინის ბოთლში დანაყოფებიან  პიპეტთან ერთად და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემი წესი:  გაიცემა ურეცეპტოდ

იმპორტიორი

რეალფარმა

თბილისი, ჟ. შარტავას ქ. 51
(995 32) 237 04 00
რეკლამა