ეპიგენი

EPIGEN

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 0.1% კრემი 5მლ ტუბი # 1
მწარმოებელი: Cheminova Internacional (ესპანეთი)

აღწერა

შემადგენლობა 

გლიცირიზინებული მჟავა -------------------0.1%
დამხმარე ნივთიერებები: მალეინის მჟავა, ფუმარის მჟავა, ასკორბინის
მჟავა, ემულსიური ცვილი, ფენონიპი, არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
აქტიური ნივთიერება - გლიცირიზინის მჟავა, განკუთვნილია ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციების სხვადასხვა ფორმებთან ბრძოლისათვის.
გლიცირიზინის მჟავას გააჩნია ვირუსის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულირებადი მოქმედება

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით ჰერპესის ვირუსით ტუჩების, პირის ღრუსა და ცხვირის არეში ლორწოვანი გარსისა და კანის დაზიანების შემთხვევაში. 
ტუჩების არეში ანთება, სიმშრალე, დაწყლულება, ნახეთქები და სხვა დაზიანება.
გენიტალური ჰერპესი, გარე არახელსაყრელი ფაქტორებისაგან ტუჩების დაცვა.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის თხელი ფენა წაისვით 3-5 ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში დაზიანებულ კანზე და ლორწოვან გარსზე, არ შეიზილოთ.
აუცილებლობის შემთხვევაში გააგრძელეთ მკურნალობის კურსი დაავადების სიმპტომების სრულ გაქრომამდე.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვირუსის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად (აციკლოვირი, იოდო- ურიდინი, ინტერფერონი) ეპიგენის მიღების დროს აღინიშნება ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერება.
ვირუსული ინფექციის მკურნალობის კურსის ჩატარების დროს არ არის რეკომენდირებული ინტერფერონოგენების მიღება.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატი.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ

იმპორტიორი

პანაცეა

თბილისი, თამარ მეფის გამზ.22
(995 32) 2342502, (995 32) 2514216
რეკლამა