ეზოპრექსი

Esoprex

II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფორმა: 10მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი: ZENTIVA, A.S. (სლოვაკეთი)

აღწერა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
                                 1 ტაბ.
ესციტალოპრამი (ოქსალატის ფორმით).. . . . . . .10 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E 460), კროსკარმელაზის ნატრიუმის მარილი (E 468), კოლოიდური უწყლო კაჟბადი, მაგნიუმის სტეარატი (E 470ბ).
გარსი: ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის ოქსიდი (E 171) და მაკროგოლი 400.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიდეპრესანტი. შექცევადი მოქმედების სეროტონინის სელექციური ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ბიოშეღწევადობა – 80%. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 4 საათში. 80%-ზე მეტი უკავშირდება სიხლის შრატის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიურ დემეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებამდე. გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით და შედარებით ნაკლებად - ღვიძლით.

ჩვენებები
დეპრესია, პანიკური აშლილობები (აგორაფობიის ჩათვლით).

დოზირების რეჟიმი
ეზოპრექსის მიღება არ არის დაკავშირებული საკვებთან. მიიღება მცირე რაოდენობის წყლით.
ჩვენებების შესაბამისად, ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-20 მგ/დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 20 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა – რემდენიმე თვე. მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს 1-2 კვირის განმავლობაში, რათა არ განვითარდეს “მოხსნის” სინდრომი.
უფროსი ასაკის პაციენტებში (>65 წელზე) რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა არის 5 მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 10 მგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა არის 5 მგ. 2 კვირის განმავლობაში. ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით, შესაძლებელია დოზის გაზრდა  10 მგ/დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: სისუსტის შეგრძნება (გულისრევა).
ხშირი: სურდო, სინუსიტის, დაქვეითებული ან გაძლიერებული მადა; შფოთვა, მღელვარება, უჩვეულო სიზმრები, უძილობა, ძილიანობის შეგრძნება, თავბრუ, მთქნარება, კანკალი, ჩხვლეტა, დიარეა, შეკრულობა, ღებინება, პირის სიმშრალე, მომატებული ოფლიანობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მიალგია და ართრალგია), სქესობრივი ფუნქციის სისუსტე, ციებ-ცხელება, სხეულის მასის მომატება;
ძალიან იშვიათი: გაძნელებული შარდვა, ეპილეფსიის შეტევები; სხვადასხვა სისხლდენა.

უკუჩვენებები 
მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის მიმართ;  MAO ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება; ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე ასაკის; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება: ღვიზლის ციროზის, თირკმლის უკმარისობის, ასევე ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.
ეზოპრექსის გამოყენების დროს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: არ არის რეკომენდებული, სანამ არ დადგინდება, თუ როგორ მოქმედებს იგი. 

შენახვის პირობები და ვადა 
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

იმპორტიორი

Zentiva

თბილისი, მეტეხის ქ.22
(995 32) 277 16 02, (995 32) 227 36 91
რეკლამა