ელეუტეროკოკის სითხოვანი ექსტრაქტი

Extractum Eleutherococci Fluidum

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 25 მლ. და 50 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით
მწარმოებელი: ნატურფარმი (საქართველო)

აღწერა

შემადგენლობა

ექსრაქტი შეიცავს გლიკოზიდებს (ელეუტეროზიდი A,B,C,D,E), ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ალკალოიდ არამინს, კალციუმს, შაქარს, პოლისაქარიდებს, პექტინურ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი, ჰიპერტენზიული და ჰიპოგლიკემიური მოქმედების პრეპარატი.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი, ჰიპერტენზიული და ჰიპოგლიკემიური მოქმედების პრეპარატი.
გამოიყენება არტერიული ჰიპოტენზიის, ასტენიური სინდრომის, ფიზიკური და ფსიქიური გადაღლის დროს.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ტაქიკარდია, თავის ტკივილი, პრეპარატის მიღებისას შეიმჩნევა ძილის დარღვევა და ჰიპოგლიკემია.

უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, არტერიალური ჰიპერტენზია, მაღალი აღგზნებადობა, ეპილეპსია, კრუნჩხვითი მდგომარეობა, ძილის დარღვევა, მწვავე ინფექციური დაავადებანი, ღვიძლის ქრონიკული დაავადება. რეკომენდირებული არ არის პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობის დროს, ლაქტაციისას და ბავშვებისათვის 12 წლამდე

განსაკუთრებული მითითებები
არ უნდა მივიღოთ პრეპარატი დღის მეორე ნახევარში, რათა თავიდან ავიცილოთ ძილის დარღვევა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შესაძლებელია სტიმულატორების და ანალგეტიკების (კოფეინის, ქაფურის, ფენამინის და სხვა) მოქმედების პოტენცირება. პრეპარატი წარმოადგენს იმ საშუალებების ფიზიოლოგიურ ანტაგონისტს, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (მათ შორის ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები, სედაციური და ნეიროლეპტური პრეპარატები).

იმპორტიორი

ნატურფარმი

(995 32) 214 57 88
რეკლამა