ნეგოს ყვავილი (უკვდავა)

Flores Helichrysi Arenari

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 30 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
მწარმოებელი: ნატურფარმი (საქართველო)

აღწერა

შემადგენლობა

ნეგოს ყვავილი შეიცავს ეთერზეთებს, ფლავონურ გლიკოზიდებს (სალიპუროზიდი, იზოსაიპუროზიდი, კემპფეროლი, აპიგენინი), ფისებს, მღებავ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება. 
პრეპარატი ავლენს ნაღვლმდენ მოქმედებას, ხელს უწყობს ნაღვლის სეკრეციას, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციას. სისხლძარღვებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ავლენს სპაზმოლიზურ ეფექტს.

ჩვენებები

გამოიყენება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიების, ქრონიკული ჰეპატიტის დროს. პრეპარატის ზემოქმედებით ორგანიზმში ძლიერდება ნაღვლის გამოყოფა, იცვლება ნაღვლის შემადგენლობა, მცირდება სისხლში ბილირუბინისა და ქოლესტერინის რაოდენობა, ამასთან იზრდება კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეცია.

იმპორტიორი

ნატურფარმი

(995 32) 214 57 88
რეკლამა