ფომეპიკელ D5 ამპულები (ნატუროპათი)

Fomepikehl D5 (Naturopath)

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
მწარმოებელი: SANUM (გერმანია)

აღწერა

შემადგენლობა 
1 მლ შეიცავს: Fomitopsis pinicola e muribus mycelii D5-ის 1 მლ
წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches
Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი
ჩვენება 
– ინტერმისიური, რემისიული და ნაღვლისმიერი ცხელება, რომელსაც
ახლავს თავის ტკივილი, ყვითლად შელესილი ენა, სიყვითლე
– ხანგრძლივი ღებინება, დიარეა და ყაბზობა
– დიდი წვივის ძვლის ყრუ ან ძლიერი ტკივილი
– ძილის დარღვევა
– პროსტატის ადენომა
თვისებები 
უახლესი გამოკვლევების თანახმად, Fomitopsis pinicola-ს პოლისაქარიდების ექსტრაქტები მაღალეფექტური იმუნომოდულატორებია. ამ რთული პოლისაქარიდების გარდა, დადასტურებულია გლიკოპროტეიდების კლასის მაკრომოლეკულების არსებობა, რომლებიც ვაზოდილატაციური და ჰიპოტენზიური მოქმედებით ხასიათდება.
 
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ 1 მლ კანქვეშ, კვირაში 2-ჯერ
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
 
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში

იმპორტიორი

SANUM

თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 33
(995 32) 239 49 87
რეკლამა