ორკბილას ბალახი

Herba Bidentis

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
მწარმოებელი: ნატურფარმი (საქართველო)

აღწერა

შემადგენლობა

ორკბილას ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, აცეტილსალიცილის მჟავას, ეთერზეთებს, მიკროელემენტებს, ასკორბინის მჟავას, ამინებს და სხვ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს ახასიათებს დიურეზული, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ჭრილობის შემახორცებელი თვისება

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: შემომგარსველი, შემკვრელი და ანტაციდური საშუალება.
გამოიყენება დიათეზის,კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს. მცენარეს ახასიათებს ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. ფართოდ იყენებენ დიათეზიანი ბავშვების სამკურნალოდ აბაზანების სახით. ორკბილას იყენებენ როგორც სუსტ შარდმდენ და ოფლისმომგვრელ საშუალებას სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევაში. ეფექტურია რაქიტის, ნეკრესის ქარის, ღვიძლის დაავადებების დროს, ახასითებს სუსტი დამამშვიდებელი მოქმედება.

იმპორტიორი

ნატურფარმი

(995 32) 214 57 88
რეკლამა