კრაზანას ბალახი

Herba Hyperici

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
მწარმოებელი: ნატურფარმი (საქართველო)

აღწერა

შემადგენლობა

კრაზანას ბალახი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს (რუტინი, კვერცეტინი, ჰიპეროზიდი), აზულენს, ეთერის ზეთს, P და PP ვიტამინებს, ქოლინის, ნიკოტინისა და ასკორბინის მჟავეებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ნაღვლის სადინარების, შარდსაწვეთის და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას, ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს ქოლესტაზის და ნაღვლის კონკრემენტების წარმოქმნის შესაძლებლობას. მთრიმლავი ნივთიერებები ავლენენ შემომგარსველ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები
გამოიყენება სანაღვლე გზების დისკინეზიის, ჰეპატიტის, ნაღვლის ბუშტში ნაღველის შეგუბების, ქოლეცისტიტის, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების საწყის ეტაპზე. სტომატოლოგიაში გამოიყენება სავლებად, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, აგრეთვე პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის შემთხვევაში.

იმპორტიორი

ნატურფარმი

(995 32) 214 57 88
რეკლამა