ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ლარიფიკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)

Larifikehl D5 (Naturopath)

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: წვეთები 10 მლ
მწარმოებელი: SANUM (გერმანია)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აღწერა

შემადგენლობა 
1 მლ შეიცავს: Laricifomes officinalis D5 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
 
ჩვენება 
– ტემპერატურის მომატება, ფილტვების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანთებები
– პირველადი ქრონიკული პოლიართრიტი
 
თვისებები 
Larifikehl-ი პრეპარატია, რომელიც სოკო Laricifomes officinalis იდანაა (ლარიქსის სოკო) მიღებული. ხალხურ მედიცინაში, ძირი- თადად, ფილტვების დაავადების თანმხლები ღამის ოფლიანობის დროს, ასთმის, ხველის საწინააღმდეგოდ ინიშნებოდა, ასევე გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება. Larifikehl-ს იღებენ
ხის სოკოს მიცელიუმისაგან, პროფესორ ენდერლაინი მიერ დამუშავებული მეთოდით, რომელიც ობის სოკოებისაგან იზოპათიური პრეპარატების დამზადებისათვის გამოიყენება.
 
მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება 8 წვეთი ერთხელ დღეში, საკვების მიღებამდე.
შესაზელად:
პარენტერული მკურნალობისას კვირაში 2-ჯერ, 5-10 წვეთი უნდა
შეიზილოს მტკივნეულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები 
ცნობილი არ არის
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ საწვეთურიან ფლაკონში

იმპორტიორი

SANUM

SANUM

თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 33
რეკლამა