შავბალახას ბალახი

Leonurus Quiquelobatus

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 25 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით., 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
მწარმოებელი: ნატურფარმი (საქართველო)

აღწერა

შემადგენლობა

შავბალახას ბალახი შეიცავს შაქარს, გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, ეთერის ზეთს, ფლავონოიდებს (კვერცეტინი, რუტინი, კვინკელოზიდები), პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ და მღებავ ნივთიერებებს, მწარეებს, მინერალურ მარილებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეს ახასიათებს სედაციური, ჰიპოტენზიური და კარდიოტონური მოქმედება.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური საშუალება.
გამოიყენება ნერვული აღგზნებადობის, კარდიონევროზის, ჰიპერტონული დაავადებების ადრეული სტადიის, სტენოკარდიის დროს. რეკომენდირებულია სისხლის მაღალი წნევის ნორმალიზაციისთვის, კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ. ეფექტურია ნერვული აშლილობის და შიშების შემთხვევაში.

რეგისტრაციის # და თარიღი
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 15.04.2015

იმპორტიორი

ნატურფარმი

(995 32) 214 57 88
რეკლამა