ნაზონექსი

NASONEX

II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფორმა: 50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური სპრეი პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი: Schering-Plough Labo N.V (ბელგია)

აღწერა

ჩვენება
ნაზონექსის აეროზოლი განკუთვნილი სეზონური ან წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტების მკურნალობისათვის მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან;

იგი აგრეთვე გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით მოზრდილებში გამწვავებული სინუსიტების (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) ანტიბიოტიკებით მკურნალობისას (მათ შორის ხანდაზმულებშიც), ისევე როგორც მოზარდებში 12 წლის ასაკიდან.

ალერგიული რინიტის საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე ავადმყოფებში რეკომენდებულია ნაზონექსის აეროზოლის პროფილაქტიკური გამოყენება ყვავილობის სეზონის დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე.

ნაზონექსი გამოიყენება აგრეთვე ნაზალური პოლიპების და მათთან დაკავშირებული ცხვირის გაჭედვის და ყნოსვის დაკარგვის სიმპტომების სამკურნალოდ. ავადმყოფებში 18 წლის ასაკის ზევით


იმპორტიორი

MSD

რეკლამა