ოსტეოქეა საღეჭი აბები
Osteocare
აღწერა
ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი –ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ
ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის საჯანსაღისთვის. იგი შეიცავს ჩა-ის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და კოფაქტორების სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში.
ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.
- კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.
- ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.
- მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
- თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში.
- ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.
- სპილენძი, მანგანუმი, სელენი, ბორი, ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებთან ერთად ხელს უწყობს ძლიერი ძვლების და კბილების, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემის შენარჩუნებას.
შემადგენლობა: 2 აბი
კალციუმი 800 მგ
მაგნიუმი 300 მგ
თუთია 10 მგ
სპილენძი 1 მგ
მანგანუმი 0,5 მგ
სელენი 50 მკგ
ბორი 0,6 მგ
ვიტამინი D3 (400სე) 10 მკგ
ჩვენება:
- რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
- ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი
- კარიესის პროფილაქტიკა
- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი
- მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
- ორსულობა და ლაქტაცია
- მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი
მიღების წესი:
ბავშვები (4-12 წ): ერთი საღეჭი აბი დღეში ერთხელ. მოზრდილები: დღეში 2 საღეჭი აბი (ან ერთი აბი დღეში 2-ჯერ) ძირითად საკვებთან ერთად. აბი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.
არ შეიცავს:
ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, გლუტეინს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს
გამოშვების ფორმა:
10 აბი ბლისტერზე, შეფუთვაში 3 ბლისტერი.
გაცემა:
ურეცეპტოდ