ოქსიკორტი

OXYCORT

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: მალამო 10გ ტუბში
მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT (JELFA)) (პოლონეთი)

აღწერა

შემადგენლობა

1 გ
ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი. . . . 30 მგ 
ჰიდროკორტიზონის აცეტატი. . . . . . . . . 10 მგ
დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიკორტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს გარეგანი გამოყენებისათვის ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციური და ანტიბაქტერიული ეფექტით, რაც განპირობებულია ჰიდროკორტიზონისა და ოქსიტეტრაციკლინის ერთობლივი მოქმედებით.

ჩვენებები
კანის ჩირქოვანი დაავადებები (გამოწვეული სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური ან შერეული ინფექციებით), ჩვეულებრივი იმპეტიგო, ბულოზური იმპეტიგო, ახალშობილთა ბულოზური ან ექსფოლიაციური დერმატიტი, ბაქტერიული გამოყელვა, ბაქტერიული ფოლიკულიტი, ფურუნკული, ფურუნკულოზი, კარბუნკული, ახალშობილთა კარბუნკული, წითელი ქარი. კანის ალერგიული დაავადებების ჩირქოვანი გართულებები, ეგზემა, ბავშვთა ეგზემა, ალერგიული დერმატიტი, პრურიგო. 
კონტაქტური დერმატოზები, პროფესიული დერმატოზები, დამწვრობები, მწერების ნაკბენები. მრავალფორმიანი ერითემა.

მიღების წესები და დოზები
მალამოს თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებში ან სტერილურ საფენზე, 2-3-ჯერ დღეში, რომელსაც ადებენ კანზე და ახვევენ დოლბანდით.

გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ შესაძლებელია სოკოებით ან დაავადების გამომწვევი რეზისტენტული მიკროორგანიზმებით კანის მეორადი დაინფიცირება.

უკუჩვენება
კანის ვირუსული ინფექციები, როგორიცაა: მაგ, ჰერპესი, ჩუტყვავილა.
კანის ტუბერკულოზი.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირზე.

იმპორტიორი

გეა

თბილისი, ვაჟა-ფშაველას 6
(995 32) 38 76 46 (995 32) 238 47 66
რეკლამა

დამატებითი ინფორმაცია

გარე ბმული