პემოვო ტაბლეტები

Pemovo

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: ტაბლეტი #30
მწარმოებელი: Vefa Ilaҫ (თურქეთი)

აღწერა

 

შემადგენლობა:

 

ერთი ტაბლეტი შეიცავს

შემადგენლობა

რაოდენობა

კვერცხის ნაჭუჭის მემბრანა მინარევების გარეშე  (PEM - Pure Eggshell Membrane)

 

                     500 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპოლიპიროლიდონი, ნატრიუმის კროსკარბოქსიმეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

 

გამოყენების ჩვენებები და  რეკომენდაციები:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს   საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მოქმედების გაუმჯობესებას.

 

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

რეკომენდებული დღეღამური დოზა და მიღების წესი:

მოზრდილებში ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, 1 ჭიქა წყლის მიყოლებით.

 

სიფრთხილის ზომები:

ბად-ი  არ არის სამკურნალო საშუალება.

არ არის განკუთვნილი დაავადებების  სამკურნალოდ.

ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს (ბად)  არ შეუძლია დაბალანსებული კვების შეცვლა.

ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე დაავადებების და სამკურნალო საშუალებების მიღებისას მიმართეთ ექიმს.

არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღეღამურ დოზას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25 ° C  ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში,

ნესტისგან დაცულ ადგილზე

 

გამოშვების ფორმა:

პემოვო ტაბლეტები, თითო ბლისტერზე 10 ტაბლეტი, 3  ბლისტერი (30 ტაბლეტი)  შეფუთული მუყაოს კოლოფში ფურცელ ჩანართთან ერთად 

იმპორტიორი

ასფარმა

თბილისი, მეტეხის ქ. 22
(995 32) 227 33 97; (995 32) 272 71 93
რეკლამა