ფიტინი

Phytin

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 250 მგ ტაბლეტი #40
მწარმოებელი: სოფარმა (ბულგარეთი)

აღწერა

შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ფიტინი 250მგ , ლაქტოზას მონოჰიდრატი 110მგ, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ოპადრაი თეთრი.

დანიშნულება: წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, ხელს უწყობს  ფიზიკური და ფსიქიკური დაღლილობის და სტრესის  დაძლევაში, აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ფიტინი-ს დადებითი ეფექტები დაკავშირებულია ინოზიტოლთან, რომელიც წარმოიმქნება ფიტინის ნაწლავებში გადამუშავების შედეგად. ფიტინი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს და არა ფარმაცევტულ პრეპარატს! 

გამოიყენება სქესობრივი ფუნქციების და ცნს-ის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის ზრდას  და განვითარებას (ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, კარიესი, რაქიტი, მოტეხილობა და სხვა) და აუმჯობესებს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირებას. დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციაზე. გამოიყენება კუნთოვანი  ჰიპოტროფიის დროს. 

რეკომენდებული დოზირება:  მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი   2-3-ჯერ დღეში. 2 დან -6 წლამდე ასაკის ბავშვები - 1-2 ტაბლეტი,  ხოლო 6 წელს ზევით ასაკის ბავშვები 2-4 აბი დღეში. ფიტინის მიიღება საკვების მიღებამდე  1 სთ-ით ადრე ან კვებებს შორის შუალედში რამდენიმე კვირის განმავლობაში.

რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ შეიძლება! 

არ გამოიყენოთ როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი!

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ  ბავშვებისთვის  მიუწვდომელ ადგილას!

იმპორტიორი

სოფარმა

თბილისი, ნუცუბიძის ქ.201
(995 32) 291 36 22, (995 32) 291 36 21
რეკლამა