პლეო მიკი (ნატუროპათი)

Pleo Muc (Naturopath)

III ჯგუფი ურეცეპტოდ
მწარმოებელი: SANUM (გერმანია)

აღწერა

შემადგენლობა
5 მლ შეიცავს: Mucor racemosus D5 4.999.95 მგ
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმ ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება
– გლაუკუმა, კატარაქტა
– კონიუქტივიტი
– მშრალი თვალის სინდრომი
– მოციმციმე სკოტომა
 
თვისებები
ადამიანისა და ცხოველის სისხლსა და ქსოვილებში ბინადრობენ მიკრობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, უვნებელია, უფრო მეტიც, ემსახურება სხვადასხვა რეგულაციური მექანიზმის შენარჩუნებას. პროფესორ ენდერლაინის მიხედვით, საუბარია `ენდობიონტებზე~, ობის სოკოს Mucor racemosus Fresen-ის არაპათოგენურ ფაზებზე. ყველა მიკრობის მსგავსად, ისიც ემორჩილება ციკლოგენიის კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება მიმდინარეობს
თანმიმდევრობით: პრიმიტიული ფაზა – ბაქტერია – სოკო, ამასთან ენდობიონტის ვირულენტობა და პათოგენობა მისი განვითარების სტადიების შესაბამისად იზრდება. თუ მაღალვალენტური ფაზებით დასნებოვნებულ ავადმყოფ ორგანიზმში შევიყვანთ შესაბამის დაბალვალენტურ ფაზებს, ეს უკანასკნელები შესძლებენ პათოგენური
ფორმების დაშლას არააქტიურ პრიმიტიულ სტადიებამდე, რომლებიც შემდგომში შეიძლება ორგანიზმიდან გამოიყოს საშარდე გზებით, ნაწლავებით, კანით და ბრონქებით.
 
მიღების წესი და დოზირება
თითო წვეთის ჩაწვეთება დაავადებულ თვალში დღეში 2-ჯერ
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
 
მითითებები
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება Notakehl-თან ერთად. არ
გამოიყენება, თუ ფლაკონი დაზიანებული ან გატეხილია.
 
გამოშვების ფორმები
Mucokehl D5 – წვეთები 5 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში
Pleo Muc – შეფუთვაში 10 ერთჯერადი საწვეთურიანი კონტეინერი მოცულობით 0.5 მლ თითოეული.

იმპორტიორი

SANUM

თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 33
(995 32) 239 49 87
რეკლამა