ძირტკბილას ფესვები

Radices Glycyrrhizae

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
მწარმოებელი: ნატურფარმი (საქართველო)

აღწერა

შემადგენლობა

ძირტკბილას ფესვები და ფესურები შეიცავენ გლიცირიზინს, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილებს, აგრეთვე ფლავონოიდურ გლიკოზიდებს — ლიქვირიტინს, ლიქვირიტიგენებსა და ლიქვირიტოზიდებს, ვიტამინებს (ნაწილობრივ ასკორბინის მჟავას), პიგმენტებს, ეთეროვან ზეთებს, მწარეებსა და სხვა ნაერთებს

ფარმაკოლოგიური თვისებები
ძირტკბილას ამოსახველებელი თვისებები განპირობებულია მის ფესვებში შემავალი ნივთიერებების მოქმედებით. გლიცირიზინი ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების ეპითელიუმის აქტივობას, აგრეთვე აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციას. პრეპარატი გლუვ კუნთებზე ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც განპირობებულია ფლავონური ნაერთების, კერძოდ ლიქვირიტოზიდის არსებობით. ძირტკბილას ფესვების მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ თვისებას წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოწვეულია მასში ჰისტამინის, სეროტონინის და ბრადიკინინის შემცველობით. გლიცირიზინის ჰიდროლიზის შედეგად თავისუფლდება გლიცირიზინის მჟავა, რომელიც ორგანიზმში განიცდის მეტაბოლიზმს და ავლენს კორტიკოსტეროიდულ მოქმედებას

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, შემომგარსველი, ხველის შემამსუბუქებელი და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება. ეფექტურია კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავების წყლულოვანი დაავადებებისა სამკურნალოდ

იმპორტიორი

ნატურფარმი

(995 32) 214 57 88
რეკლამა