როტო აის

Rotho Eyes

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: თვალის წვეთები ფლაკონი #1
მწარმოებელი: Rotho (იაპონია)

აღწერა

აქტიური ინგრედიენტები

ჰიპრომელოზა 0.2%

ტეტრაჰიდროზოლინი HCl  0.05%

თუთიის სულფატი 0.25%

 

მიზნობრიობა

ჰიპრომელოზა– ლუბრიკანტი (საპოხი ნივთიერება)

ტეტრაჰიდროზოლინი HCl  – სიწითლის მოხსნა

თუთიის სულფატი – შემკვრელი საშუალება

 

გამოყენება

დროებით ხსნის თვალის სიწითლესა და დისკომფორტს, რისი გამომწვევიც არის

• თვალის მცირე გაღიზიანება

• ქარის ან მზის ექსპოზიცია

დროებით ხსნის თვალის სიმშრალით გამოწვეულ სიწითლესა და წვას

 

გაფრთხილებები

გარეგანი გამოყენებისათვის

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ

დახურულკუთხოვანი გლაუკომა

პრეპარატის გამოყენებისას

• ნუ შეეხებით კონტეინერის წვერის ნებისმიერ ზედაპირს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

• ყოველი გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახურავი;

• ნუ გამოიყენებთ, თუ ხსნარს შეცვლილი აქვს ფერი ან არის  მღვრიე

• პრეპარატის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს თვალის სიწითლე

• გუგები დროებით გაფართოებულია

• გამოყენების წინ მოიხსენით საკონტაქტო ლინზები

შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ

• გაწუხებთ თვალის ტკივილი

• აღინიშნება მხედველობის დარღვევა

• თვალის სიწითლე ან გაღიზიანება გრძელდება

• მდგომარეობა გაუარესდა ან გრძელდება 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

გადაყლაპვის შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან დაუკავშირდით მოწამვლის კონტროლის ცენტრს. 

 

გამოყენების წესი

1 ან 2 წვეთი ჩაისხით დაზიანებულ თვალში დღეში 4-ჯერ

ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავსახურავი

 

სხვა ინფორმაცია

ინახება არაუმეტეს 250ჩ (770F) ტემპერატურის პირობებში. 

 

დამხმარე ნივთიერებები

ბორისმჟავა, ედეტატდინატრიუმი, მენთოლი, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ბორატი

ვარგისიანობის ვადა იხლეთ შეფუთვაზე

 

იმპორტიორი

ნინტი ფარმა

თბილისი, ხვიჩიას ქ. 12. ბ. 1
(995 32) 2050030
რეკლამა