რუბერკელ D3 სანთლები (ნატუროპათი)

Ruberkehl D3 (Naturopath)

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 10 სანთელი
მწარმოებელი: SANUM (გერმანია)

აღწერა

შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 0.2 გ Aspergillus ruber, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით – (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა და 1.8 გ მყარი ცხიმი
 
ჩვენება
– ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ყველა ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა სურდო, 
    სინუსიტი, ბრონქიტი
– კონიუნქტივიტი (თვალების ქავილი და სიწითლე)
– ცისტიტი, ნეფრიტი
 
თვისებები
Ruberkehl-ის (Aspergillus ruber D5)კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა პოლინოზის (თივის ცხელება) მწვავე სტადიის ყველა სიმპტომის აშკარა გაუმჯობესება. Ruberkehl-ის მოქმედებით მნიშვნელოვნად იზრდებოდა იმუნოსტიმულაციისათვის საჭირო T-ჰელპერების რაოდენობა. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ Ruberkehl-ის ანტიალერგიული ეფექტი სხვა სიმპტომური საშუალებების დოზის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას იძლევა.
 
მიღების წესი და დოზირება
რექტალურად 1 სანთელი დღეში ერთხელ, ძილის წინ. მკურნალობის 8 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
 
გვერდითი მოქმედებები
ვინაიდან Ruberkehl-ი შეიცავს სპეციფიურ ორგანულ კომპონენტებს,
თეორიულად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად.
 
უკუჩვენებები
არ ინშნება Aspergillus ruber-ის მიმართ ჰიპერმგძნობელობის დროს.
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესულმა მედიკამენტებმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს Recarcin-ის ეფექტურობაზე. ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა დაცული იქნეს 4-კვირიანი ინტერვალი ვაქცინაციამდე და მის შემდეგ
 
მითითებები
შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
 
მკურნალობის ხანგრძლივობა
დამოკიდებულია ექიმის დანიშნულებაზე
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 10 სანთელი

იმპორტიორი

SANUM

თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 33
(995 32) 239 49 87
რეკლამა