სანუკელ კანდ D5 ამპულები (ნატუროპათი)

Sanukehl Cand D5 (Naturopath)

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
მწარმოებელი: SANUM (გერმანია)

აღწერა

შემადგენლობა 
1 ამპულა შეიცავს: Candida albicans D5-ის 1 მლ წყალხსნარს HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch, გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება
– პირის ღრუს დაავადებები, როგორიცაა სტომატიტი, გინგივიტი, ანგულარული სტომატიტი, აფთები
– წვრილი ნაწლავის მტკივნეული სპაზმები, მსხვილი ნაწლავის ანთებები, ანტიბიოტიკოთერაპიის 
  შემდგომი ყაბზობა
ალერგიული ასთმა
– ვულვიტი, ვულვოვაგინიტი, ვულვის კრაუროზი
– სწორხაზოვანი ეგზემა 
– კანისა და ლორწოვანი გარსის ნაოჭების ნახეთქი, მტევნისა და ტერფის თითებსშუა ეგზემა.
– დერმატოზი ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ
 
თვისებები
Sanukehl Cand-ი მზადდება Candida Albicans-ის A და B სეროტიპისაგან, რომლებსაც ასევე მიეკუთვნება ადამიანებიდან გამოყოფილი კანდიდოზის გამომწვევების დიდი ნაწილი. Sanukehl Cand-ი სპეციალური ექსტრაქტების სახით შეიცავს Candida Albicans-ის შემადგენელი პოლისაქარიდების (ჰაპტენების) ნაწილებს,
რომლებიც ხშირად ინიშნება, როგორც შუალედური საშუალებები, შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს. მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl Cand-ის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა
 
მიღების წესი და დოზირება
1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში
 
გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Cand სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის
გამო იშვიათ შემთხვევებში შესაძLლოა ჰიპერმგრძნობელობის
რეაქცია გამოვლინდეს
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოაSanukehl Acne-ს ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ 4-კვირიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ.
 
გამოშვების ფორმები
1 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში

იმპორტიორი

SANUM

თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 33
(995 32) 239 49 87
რეკლამა