სანუკელ მიკ D5 ამპულები (ნატუროპათი)

Sanukehl Myc D5 (Naturopath)

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
მწარმოებელი: SANUM (გერმანია)

აღწერა

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: Mycobacterium bovis (BCG) D5 1 მლ წყალხსნარს HAB-ის 5ა და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება 
– ბრონქული ასთმა, პლევრიტი, რინიტი
– ართრიტი, ოსტეოქონდროზი
– იუვენილური აკნე, მშრალი ეგზემა (ნახეთქებით), სისტემური წითელი მგლურა, ჭინჭრის ციება
– კონიუნქტივიტი, ჯიბლიბო, ენტეროკოლიტი
– აფონია, ხორხის ულცერაცია
– არითმია, კარდიალგია
– ნეფრიტი, პიელოცისტიტი
– ქოლეცისტიტი
– ოტიტი
– თავის ტკივილი
– მეტრიტი
– ჰიდროცელე
 
თვისებები
Sanukehl Myc-ი შეიცავს Mycobacterium bovis-ს პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე.
Sanukehl--პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერიპირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.
 
მიღების წესი და დოზირება
1 მლ. ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-3 ჯერ კვირაში
 
გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Myc D5-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად, იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Myc D6-ს ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა
 
გამოშვების ფორმები
1 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში

იმპორტიორი

SANUM

თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 33
(995 32) 239 49 87
რეკლამა