თეთრი კასტელანის ხსნარი

Solutio Castelani Alba

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: ხსნარი 25მლ ფლაკონი #1
მწარმოებელი: ნეოფარმი (საქართველო)

აღწერა

შემადგენლობა 

რეზორცინი _ 2,03გ, ბორმჟავა _ 0,203გ, ფენოლი _ 1,016გ, ეთანოლი 95% _ 3,05მლ, გამოხდილი წყალი _ 25,0მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების მქონე გარეგანი საშუალება.

ჩვენებები
კანდიდოზები

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 2 წელი
ინახება ბნელ, გრილ ადგილზე. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

აფთიაქში გაცემის წესი
III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).

იმპორტიორი

ნეოფარმი

თბილისი, დ.აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ
(995 32) 2 92 19 68, (995 32) 2 72 68 46
რეკლამა