ღრუბელა

Spongilla

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 5 გრ. ფხვნილი შეფუთვაში
მწარმოებელი: ნატურფარმი (საქართველო)

აღწერა

შემადგენლობა 

ღრუბელა შეიცავს ნემსოვან კრემნეზემას, რომლებიც ინერგებიან ეპიდერმისის ზედა ფენაში, იწვევენ კანის ადგილობრვ გაღიზიანებას, კანქვეშა კაპილარების გაფართოებას

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხელს უწყობს კანის ზედაპირულ სისხლის მომარაგებას, ამცირებს ადგილობრვ ტკივილს და დაზიანებულ ადგილებზე ავლენს საუკეთესო გამწოვ ეფექტს. ღრუბელას გამოყენებისას თავისუფლდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები — აუტოკოიდები, ქინონები, ჰისტამინი, პროსტაგლანდინი

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება.
ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას, ნაწიბურების და გამაგრებების გაწოვას, აგრეთვე აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და კანის გამწოვ ფუქნციას. გამოიყენება კოსმეტიკაშიც ნაოჭების, პიგმენტური ლაქების ფერიმჭამელების მოსაშორებლად.

გვერდითი მოვლენები
კანის შეწითლება და წვის შეგრძნება.

უკუჩვენება
ღია ჭრილობაზე პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

იმპორტიორი

ნატურფარმი

(995 32) 214 57 88
რეკლამა