სიმინდის ულვაში

Styli cum stigmatis Zea Maydis

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
მწარმოებელი: ნატურფარმი (საქართველო)

აღწერა

შემადგენლობა 

სიმინდის ულვაში შეიცავს სიტოსტეროლს, სტიგმასტეროლს, ცხიმოვან ზეთებს, ეთერის ზეთს, საპონინებს, მწარე გლიკოზიდურ ნივთიერებებს, ვიტამინ C, ვიტამინ K, გუმფისის მაგვარ ნივთიერებებს და სხვ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ავლენს ნაღვლმდენ, შარდმდენ და ჰემოსტაზურ მოქმედებას, ხასიათდება ჰიპოგლიკემიური თვისებებით. იგი დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული და ნაღვლმდენი საშუალება.
გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, ქოლესტაზური ჰეპატიტის, ჰიპოპროთრომბინემიის, ენტეროკოლიტის, შეშუპების, ჰემორაგიული დიათეზის, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. ეფექტურია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, E ჰიპოვიტამინოზის, კანის დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში.

იმპორტიორი

ნატურფარმი

(995 32) 214 57 88
რეკლამა