ურონატი (გრანული)

Uronat

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით
მწარმოებელი: ნატურფარმი (საქართველო)

აღწერა

შემადგენლობა

თირკმლის ჩაის ბალახი, დათვის კენკრას ფოთოლი, შვიტას ბალახი, ძირტკბილას ფესვები, გულყვითელას ყვავილი, გვირილას ყვავილი, მრავალძარღვას ფოთოლი

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატის ანტიმიკრობული თვისებები განპირობებულია მასში შემავალი არბუთინის გლიკოზიდების მოქმედებით, რომელიც არბუტაზას ფერმენტების ზემოქმედებით იშლება თავისუფალ ჰიდროქონონად და გლუკოზად. მეთილარბუტინი ჰიდროლიზის დროს შლის მეთილის ეთერს და აგრეთვე ათავისუფლებს ჰიდროქინონს. პრეპარატის ანტისეპტიკური თვისებები განპირობებულია ჰიდროქინონის ანტიმიკრობული და ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედებით, რომელიც გამოიყოფა შარდით თირკმელების მეშვეობით

ჩვენებები
გამოიყენება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, რომლის თანმხლებია შეშუპება, ალბუმინურია, აზოტემია და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებები. განსაკუთრებით ეფექტურია პროსტატის, ცისტიტის, ურეთრიტის სამკურნალოდ. მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ორთვიანი კურსის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.

უკუჩვენება
არ არის დადგენილი.

იმპორტიორი

ნატურფარმი

(995 32) 214 57 88
რეკლამა