ვაზელინი

Vaseline

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 25გ გარეგანი გამოყენების მალამო მინის ქილა N1
მწარმოებელი: Moscow pharmaceutical factory (რუსეთი)

აღწერა

შემადგენლობა: ვაზელინი 25 გ და 30 გ.
აღწერა:ერთგვაროვანი ძაფისებურად წელვადი მაზისმაგვარი მასა, უსუნო, თეთრიდან ყვითელ ფერამდე. მინისებურ ფირფიტაზე წასმისას ქმნის სწორ, არაჩამოცურებად აპკს. გალღობისას წარმოქმნის გამჭირვალე სითხეს პარაფინის ან ნავთობის მსუბუქი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დერმატოპროტექტორული საშუალება, ახდენს დამარბილებელ მოქმედებას.

მიღების ჩვენებები:
კოტოშების დადების წინ, კანის სიმშრალე (მათ შორის ბუნებრივი ხვრელების გარშემო), სამკურნალო პროცედურების ჩატარების წინ (უსვამენ ოყნის, გაზგამომტანი მილის წვერს).

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი და დოზები:
გარეგანად, დაიტანენ წინასწარ გასუფთავებულ კანზე.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია დატანის ადგილას კანის გაღიზიანება.

შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 20 c ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
დსს “მოსკოვის ფარმაცევტული ფაბრიკა”

იმპორტიორი

ჯი აი იმპექსი

მ. კოსტავას ქ. 74
(995 32) 260 70 52
რეკლამა