ვეცეზინი - ველედა

Wecesin

III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 50გ ფხვნილი გარეგანი გამოყენებისათვის ფლაკონში
მწარმოებელი: ველედა (გერმანია)

აღწერა

შემადგენლობა
10 გ შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: არნიკას (Arnica montana) მთელი მცენარის ექსტრაქტი [1:1,1; ექსტრაგენტი: 54% ეთანოლი) 0,5 გ / გულყვითელას (Calendula officinalis) ნაყენი 2ა Ø 0,297 გ / ალისფერი ექინაცეას (Echinacea purpurea) მთელი მცენარის ნაყენი Ø 0,088 გ / ექინაცეას (Echinacea ) ნაყენი Ø 0,3 გ / კვარცი 0,01 გ / მეტალური სტიბიუმის პრეპარატი 0,01 გ. 
ფხვნილის ფუძე: ტალკი.

ჩვენებები
კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციის სტიმულირება და მოწესრიგება. 
გამოიყენება კანის ანთებების, ზედაპირული იარების, ნაპრალებისა და ეგზემების სამკურნალოდ, აგრეთვე ახალშობილის ჭიპის მოსაშუშებლად.

მიღების წესები და დოზები
ადგილობრივად მოსაყრელად. ახალშობილის ჭიპის მოსავლელად 3-ჯერ დღეში, კანის დაავადებების სამკურნალოდ 1-2-ჯერ დღეში თხლად მოაყარეთ შესაბამის ადგილებზე.

იმპორტიორი

ველედა

თბილისი, გამსახურდიას გამზ.45
(995 32) 238 21 28
რეკლამა