დღენაკლთა მსოფლიო დღე
17 ნოემბერი, 2017
2017 წლის 17 ნოემბერს 14:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“-ს საკონფერენციო დარბაზში ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკი“ -ს მონაწილეობით, გაიმართა საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული დღენაკლთა დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „1 ბავშვი 10 ბავშიდან იბადება ნაადრევად მთელს მსოფლიოში“.
კონფერენციის გახსნა-მისალმებები:
ნინო ბერძული - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ია დავითაია - მედიცინის დოქტორი, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმ ქალთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტ-ნეონატოლოგი;
ირაკლი ფავლენიშვილი - თსსუ პროფესორი; საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი.
ამირან გამყრელიძე - სსიპ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორი;
დავით ცაბაძე - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის დოქტორი, დ.ტვილდიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
მომხსენებლები:
ბრონქოპულმონარული დისპლაზია - შემდგომი გართლებები, ანთების როლი და შესაძლო სტრატეგიები პრევენციასა და მკურნალობაში
კრისტიან პ. სპირი - მედიცინის დოქტორი, პრსფი, პედიატრი, პროფესორი, ვურცბურგის ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი და ხელმძღვანელი.
ნეონატალური ნოზოკომიალური სეფსისი, საბოლოო გამოსავალი თუ მართვადი დაავადება?
კრისტიან პ. სპირი - მედიცინის დოქტორი, პრსფი, პედიატრი, პროფესორი, ვურცბურგის ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი და ხელმძღვანელი.
თანამედროვე ნუტრიციული მიღწევები და კვებითი თერაპიის როლი დღენაკლ ბავშვთა ჰოსპიტალიზაციისა და სტაციონარის შემდგომი პერიოდის დროს.
ურსულა კუდლა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერი, ნუტრიციოლოგიის განვითარების სპეციალისტი.
ბოლო სიახლეები
ᲜᲝᲠᲛᲝᲚᲘᲞᲘ - ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ ᲓᲘᲡᲚᲘᲞᲘᲓᲔᲛᲘᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐᲨᲘ
პირველი ნაციონალური კონგრესი ‘’ონკოლოგიასა და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში“
ფარმაცევტული კომპანია " Avita" ს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია გინეკოლოგებისთვის
კომპანია Avita-ს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია ნევროლოგიურ თემებზე
ასგლუკანის როლი მორეციდივე რესპირაციული ინფექციების მართვაში