ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ფარმაცევტული და სპონსორული კომპანიების საყურადებოდ

24 ივნისი, 2015

ფარმაცევტული და სპონსორული კომპანიების საყურადებოდ

საქართველოს ალერგოლოგიისა  და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია (საკია) 2015 წლის 24–26 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რედისონ  ბლუ ივერიაში“ ატარებს ალერგიის, ასთმისა  და იმუნოლოგიის VIII  ეროვნულ  კონგრესს  და  VI  საერთაშორისო  კონგრესს  „ჯანმრთელობა  და წამალი“.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები (WAO, WIPO, EAACI, IUIS, EFIS, FOCIS), საქართველოს სამედიცინო, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სხვა და სხვა სპეციალობის პრაქტიკოსი ექიმები.
კონგრესი თავისი შინაარსით, მომხსენებლების მაღალი კატეგორიითა და აქტუალურობით ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მეცნიერების, ნებისმიერი სპეციალობის ექიმისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის. (პროგრამის ელ. ვერსია: www.gaaci.ge
საკია მზად არის   ფარმაცევტულ და სპონსორულ კომპანიებს შესთავაზოს  სპეციალური, ძალიან შეღავათიანი პირობები კონგრესში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაციისათვის   გთხოვთ მოგვმართოთ:
საკიას გენერალური მდივანი
ასოც. პროფესორი მანანა ჩიხლაძე
მობ.:    599 23 47 79

საკიას ვიცე პრეზიდენტი
ასოც. პროფესორი ია ფანცულაია
მობ.:  599 40 92 83
ელ. ფოსტა: [email protected]

თბილისი, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია