4 ნოემბერი - ფარმაცევტული კომპანია ფარმაკინეზისი - კონფერენცია ლოპოტაზე
04 ნოემბერი, 2018
ფარმაცევტულმა კომპანია „ფარმაკინეზის“-მა ლოპოტაზე დერმატოლოგებისთვის მოაწყო შიდა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ექიმ ერკინ პეკმეზის ავტორობით განხორციელებული სამეცნიერო კვლევის შედეგების გაცნობას. კვლევა ეძღვნებოდა დაპატენტებული მცენარეული ექსტრაქტის ეფექტიანობის განსაზღვრას ანდროგენეტიკური და ტელოგენური თმის ცვენის დროს.
კონფერენციას დაესწრნენ კომპანია „ბიოტას“ დამფუძნებელი და წარმომადგენლები პარტნიორი კომპანიებიდან „ალფა ფარმი“ და „ფარმაცერისი“.
კონფერენციის მონაწილეებმა, ასევე, მოისმინეს კომპანია ფარმაკინეზისის დამფუძნებლის ილია მესხის მოხსენება თემაზე _ „სებორეული დერმატიტი _ რთული მოლეკულური მექანიზმიდან მარტივ მოვლამდე“. დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება უფრო დეტალურად გაცნობოდა ბრენდ „ფარმაცერისის“ სებორეული დერმატიტის სამკურნალო და მოვლის „H” ხაზს.
ბოლო სიახლეები
ᲜᲝᲠᲛᲝᲚᲘᲞᲘ - ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ ᲓᲘᲡᲚᲘᲞᲘᲓᲔᲛᲘᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐᲨᲘ
პირველი ნაციონალური კონგრესი ‘’ონკოლოგიასა და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში“
ფარმაცევტული კომპანია " Avita" ს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია გინეკოლოგებისთვის
კომპანია Avita-ს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია ნევროლოგიურ თემებზე
ასგლუკანის როლი მორეციდივე რესპირაციული ინფექციების მართვაში